06 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის სამხედროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტამ, რომელიც ფხენიანის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფრინდა, იაპონიის კუნძულ ხოკაიდოს გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა.

სულ მან 3700 კილომეტრი დაფარა. რამდენიმე საათის შემდეგ, ბალისტიკური რაკეტის გაშვებაში წვრთნები სამხრეთ კორეამაც ჩაატარა.

მომხდართან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას დღეს გამართავს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რუსეთსა და ჩინეთს ოფიციალური ფხენიანის წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები