06 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
ტერაქტები ერაყში - დაღუპულია სულ მცირე 60 ადამიანი

სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა თავდასხმებს ერაყში. ქვეყნის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ ნასირიასთან შეიარაღებული მამაკაცები ადგილობრივ რესტორანში შეიჭრნენ და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს.

რამდენიმე წუთში კი, თავდასხმა ახლომდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ააფეთქა.

ტერაქტების შედეგად დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი. პასუხისმგებლობა მომხდარზე დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

დღის ამბები