18 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
გახმაურებული საქმეების გამოძიების პროცესი - პროკურატურა ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარს აცხადებს 

გახმაურებული საქმეები და გამოძიების პროცესი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პროკურატურისგან ინფორმაციის გასაჯაროება მოითხოვა, თუმცა საგამოძიებო უწყებისგან უარი მიიღო.

საუბარია 2012 წლის შემდეგ დაწყებულ გამოძიებებზე, მათ შორის არის ნიკა გვარამიას ფარული ჩანაწერების საქმე, აფგან მუხთარლის გაუჩინარება, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებისა და გენერალური აუდიტორის ცემის ფაქტები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო დღეს ბრიფინგის გამართვასაც გეგმავს.

იმ შემთხვევაში თუ კი პროკურატურა გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ორგანიზაცია უწყების წინააღმდეგ სასამართლოში დავას გეგმავს.

“ჩვენ ჩამონათვალში მოხვდა საქმეები, როგორიც არის მაგალითად გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის საქმე, ასევე აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე. ნიკა გვარამიას მონაწილეობით ფარული ჩანაწერები გავრცელდა რამდენჯერმე და ამ ფარული ჩანაწერების გავრცელებისა და დამზადების საქმეებზე გამოძიებაც არ ვიცით რა შედეგით დასრულდა. პროკურატურამ ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია და ჩვენ ვაპირებთ პროკურატურის უარი გავასაჩივროთ სასამართლოში,“ - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტმა ოლიკო შერმადინმა.

დღის ამბები