18 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საოკუპაციო ხაზთან მოსწავლეებს სკოლის დაწყება მიულოცა

საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ბერშუეთში, სადაც ერთადერთი საჯარო სკოლაა, სწავლის დაწყება მოსწავლეებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიულოცა.  

სკოლაში 6 პირველკლასელია და სულ 126 მოსწავლე. გიორგი აბაშიშვილმა მოსწავლეებს პრეზიდენტის სახელით საჩუქრები გადასცა. 

„მნიშვნელოვანია, როდესაც ვხედავთ სკოლის მოსწავლეები ოკუპირებული ხაზიდან როგორი შემართებით არიან, როგორ გვაჩვენებენ თითოეულ ჩვენგანს, მართლაც გმირობის მაგალითს, როგორ გვაჩვენებენ თითოეულ ჩვენგანს, რომ რეალურად ძალა არის განათლებაში,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ორიათასზე მეტ საჯარო სკოლაში დღეს სწავლა დაიწყო. 

დღის ამბები