18 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
პრემიერი მოსწავლეებს და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს 

საქართველოს პრემიერმინისტრი მოსწავლეებს და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს.

"ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენს მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს! პირველკლასელებისა და პირველკურსელებისთვის დღეს განსაკუთრებული დღეა, ემოციებით აღსავსე. ვუსურვებ მათ, საინტერესო და სიახლეებით სავსე ყოფილიყოს სკოლისა და სტუდენტობის წლები.

"ჩვენი შვილები ჩვენი ქვეყნის მომავალია. მჯერა, რომ ჩვენი პედაგოგები მათ სამაგალითო მოქალაქეებად აღზრდიან. ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მასწავლებლებს.

"კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!," - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები