რეაბილიტირებული პეკინის ქუჩა, ოფიციალურად 18 სექტემბერს გაიხსნება. დედაქალაქის მერმა, მთავრობის სხდომა ამ განცხადებით დაიწყო და თბილისელებს პეკინზე მოძრაობის ახალი წესები აუხსნა.
“მოეწყო ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია, ავტომანქანების სავალ ნაწილზე დაიგო გზის საფარი. როგორც კი დასრულდება ტროტუარის მოწყობის სამუშაოები, შემდეგ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური დახაზავს მოძრაობას, ქვეით მოსიარულეთა გადასასვლელებს. იმ შემთხვევაში თუ რაიმე სახის შეფერხებები არ იქნება, მოძრაობა დარჩება ასეთი ფორმით ანუ ცალმხრივად,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიამ დღეს თბილისობის დღესასწაულის თარიღიც დაასახელა, ის 7-8 ოქტომბერს ჩატარდება.