საქართველო ღია მმართველობის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. განცხადება ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა, პრესკონფერენციაზე გააკეთა. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტისგან, გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატში გადაიბარებს.
საქართველო, ღია მმართველობის თავმჯდომარე ქვეყანა, 2017 წლის პირველი ოქტომბრიდან, 1 წლის ვადით გახდება.
“იმიტომ საქართველო, რომ ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა სანდო ინსტიტუტების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, რომლებიც ნეიტრალური და მიუკერძოებელია წყაროებია, ვართ ის ქვეყანა, სადაც მექრთამეობის და უფრო ფართე გაგებით, კორუფციის რისკი არის ძალიან დაბალი. მთლიანობაში, ეს ხელისუფლება უკვე მეხუთე წელია მაქსიმალურად ღიაა თავისი საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა წულუკიანმა.