შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის, ზურაბ ზოიძის პირველ კლასელ შვილს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბათუმში ესტუმრა, საჩუქრები გადასცა და სკოლაში წაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ზოიძე 2009 წლის 15 დეკემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.