სასწავლო წლის დაწყება გორის რაიონის სოფელ ერგნეთის სკოლის მოსწავლეებს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში და სპორტის მინისტრმა მიულოცეს. კონფლიქტის ზონის, მოსახლეობისგან თითქმის დაცლილ სკოლაში წელს 4 პირველკლასელი მიიღეს.
ბავშვებს მინისტრებმა საჩუქრები გადასცეს, ბუკები და სახელმძღვანელოები კი მერხებზე დახვდათ. ერგნეთის სკოლაში სულ 65 მოსწავლე ირიცხება.