18 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ- ერთმა დამფუძნებელმა, მაია ჩხარტიშვილმა მმართველი პარტია დატოვა

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ერთ- ერთმა დამფუძნებელმა, ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაია ჩხარტიშვილმა მმართველი პარტია დატოვა. მისი თქმით ფოთის მერი, მის გუნდთან ერთად ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აფერხებს, ჩხარტიშვილის განმარტებით ეს არ არის ის გუნდი, რომელიც ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს და პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებაც ამის გამო მიიღო.

მან განცხადება დღეს ყოფილ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე გააკეთა, მისი თქმით აქ სამედიცინო ცენტრის მშენებლობა იგეგმებოდა, ქალაქის ხელმძღვანელობამ კი შენობის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო. 

“მათთვის ხალხის კეთილდღეობა და საერთოდ ხალხი არის გაყაენებული თემა. მაისში როგორც კი გავიგე რომ კაკულია იქნებოდა პროპორციული სიის პირველი ნომერი, განვაცხადე უარი. ჩემთვის იქნებოდა ძალიან დიდი შეურაცხყოფა მე რომ ამ სიაში ვყოფილიყავი“ - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

ფოთის მერი, რომელიც ამავდროულად ფოთში პარტია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარეცაა ბრალდებებს უარყოფს.

“მასზე არ იყო შეთავაზება გაკეთებული, არც მეორეების კანდიდატობაზე, არც სიით შემადგენლობაზე და ალბათ ეს გახდა მიზეზი მისი ესეთი განცხადებისა. მართალი გითხრათ მიკვირს რომელ პარტიას ტოვებს, ის მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ ჩვენი პარტიის წევრი არ ყოფილა. ერთ-ერთ ოპოზიცური პარტიიდან მას უნდა იყაროს კენჭი მერობის კანდიდატად “ - განაცხადა ფოთის მერმა, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ.

დღის ამბები