18 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
ადვოკატის სტატუსის მისაღებად, სავალდებულო სტაჟირების პროგრამა დღეს ადვოკატთა ასოციაციამ წარადგინა

ადვოკატის სტატუსის მისაღებად, სავალდებულო სტაჟირების პროგრამა დღეს ადვოკატთა ასოციაციამ წარადგინა. პროგრამის მიხედვით, ადვოკატმა, პრაქტიკულ საქმიანობაზე გადასვლამდე, შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები უნდა გაიღრმავონ. ადვოკატთა ასოციაცია, მოითხოვს შესაბამისი ცვლილება ადვოკატთა შესახებ კანონშიც შევიდეს და საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, 7 წლის ვადით, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების უფლებაც მიიღონ. 

“ჩვენ გვეყოლება ყველაზე მომზადებული იურისტი რომელიც შემდეგ საადვოკატო საქმიანობას განახორციელებს და სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.   

დღის ამბები