18 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
ლოჭინის ხეობა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას

ლოჭინის ხეობა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას. მდინარე ლოჭინის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას არასასიამოვნო სუნისა და წყლის უცნაური შეფერილობის გარდა თევზებიც დახოცილი დახვდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მდინარის დაბინძურების გამო სოფელ ბროწეულაშიც ცხოვრება სულ უფრო გაუსაძლისი ხდება. იმის შიშით, რომ საქონელი დაეხოცებათ, ადგილობრივები გარეთ ვეღარც პირუტყვს უშვებენ.

ექსპერტები წყლის კიდევ უფრო დაბინძურებას არ გამორიცხავენ, რადგან გაუფილტრავი წყალი ლილოს ნაგავსაყრელიდან პირდაპირ მდინარეში ჩაედინება. თანამედროვე სტანდარტის ნაგავსაყრელი ნორიოში რამდენიმე წლის წინ აშენდა, თუმცა როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი აცხადებს სათანადო გამწმენდი ნაგებობის გარეშე, რის გამოც მდინარეში ნარჩენებითა და საშიში ნივთიერებით სითხე წყალში ხვდება.

გარემოს დაცვის სამინისტროში  ჯერჯერობით ვერ ამბობენ, თუ რა მასშტაბის ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხის წინაშეა მდინარე ლოჭინის ხეობა. უწყების წარმომადგენელები ადასტურებენ, რომ მდინარეში სწორედ ის დაბინძურებული სითხე ხვდება, რომელიც ნაგავსაყრელთან დაკავშირებულ კოლექტორში ჩადის. იმ შემთხვევაში თუკი მდინარის დაბინძურების ფაქტი დადასტურდება, უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ კონკრეტული პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

დღის ამბები