„რუსთავი 2“ ახალ სეზონს განსხვავებული შაბათი დღის ეთერით ხვდება. ხვალიდან არხის ყველა უცხოური ტელესერიალის ნახვა კვირის სამუშაო დღეებთან ერთად შაბათსაც იქნება შესაძლებელი.
არხის ექვსივე უცხოური სერიალი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ეთერში უცვლელ დროს გავა.
კვირის მეექვსე დღეს, მაყურებლის მოთხოვნის გათვალისწინებით „რუსთავი 2“-ზე განახლებული „სხვა შუადღეც“ გავა. გადაცემას ახალი წამყვანიც ეყოლება. ლიტერატურული სამკუთხედს სცენარისტი ქეთი დევდარიანიც შეუერთდა. „სხვა შუადღის“ შაბათის ეთერი კი მთლიანად წიგნებს დაეთმობა.
განახლებული შაბათი „რუსთავი 2“-ის ეთერს ხვალ, დილის 10:00 საათიდან დაიკავებს.