06 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია

ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდეს. კრიტიკული დონე გარდაუვალ საფრთეზე მიუთითებს. sky news-ის ცნობით, სამართალდამცველებმა უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად, თავდასხმის მთავარი ეჭვმიტანილის ვინაობაც დაადგინეს.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება "ისლამურმა სახემწიფომ." ხელნაკეთი ბომბი მატარებლის ვაგონში გუშინ დილით აფეთქდა, რის შედეგადაც 29 ადამიანი დაშავდა. მეტროსადგური დღეს დილით კვლავ გაიხსნა, თუმცა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პოლიციელებს სამხედროებიც დაეხმარებიან.



დღის ამბები