ტრაგედია ოდესის საბავშვო ბანაკ "ვიქტორიაში". გვიან ღამით ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ორსართულიან ხის შენობაში ხანძარი გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად გავრცელდა.
ადგილზე მისულმა სახანძრო ბრიგადებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს, თუმცა შენობის დათვალიერების შემდეგ, იქ ორი ცხედარი აღმოაჩინეს. ორივე ბავშვია, კიდევ სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ცნობით, ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 42 ბავშვი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.