06 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეა ბირთვული მიზნების ბოლომდე განხორციელებით იმუქრება

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული მიზნების ბოლომდე განხორციელებით იმუქრება. განცხადება ამის შესახებ მორიგი ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ, ქვეყნის ლიდერმა გააკეთა. კიმ ჩენ ინის თქმით, სანქციებისა და ბლოკადის მიუხედავად, ფხენიანი შოვინისტებს ბირთვულ ძალას უჩვენებს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რაკეტის გაშვების პროცესს პირადად ადევნებდა თვალს. ბალისტიკურმა რაკეტამ იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს გადაუფრინა და 3 ათას 700 კილომეტრში, ზღვაში ჩავარდა.

მომხდარის შემდეგ, გაერო უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა და ფხენიანის გადაწყვეტილება დაგმო. 

დღის ამბები