06 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო სწავლება აქტიურ ფაზაში გადავიდა

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო სწავლება აქტიურ ფაზაში გადავიდა. წვრთნის ამსახველი ვიდეო მასალა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, მანევრები ამ ეტაპზე ერთდროულად ფსკოვის, მოსკოვისა და კალინინგრადის ოლქებში მიმდინარეობს.

კრემლმა სწავლებაში ვლადიმერ პუტინის მონაწილეობაც დააანონსა. ერთ-ერთ პოლიგონს რუსეთის ლიდერი 18 სექტემბერს ეწვევა. რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნა 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ოფიციალური მონაცემებით, სწავლებაში 13 ათასამდე სამხედრო მონაწილეობს. თუმცა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი ბევრად უფრო მასშტაბურია. მოსკოვში კი ამტკიცებენ, რომ წვრთნას მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი აქვს.

დღის ამბები