ხულოში, შავნაბადას მთაზე დაკვამლიანება შეინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები, სატყეო სამსახურის თანამშრომლები და რეინჯერები იმყოფებიან.
შავნაბადას მთაზე მიმდინარეობს პრევენციული და დაკვამლიანების აღმოსაფხვრელი სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ხულოში ცეცხლის ღია კერები არ ფიქსირდება.