ბაკურციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ბუჩქნარს და ბალახს მოედო.
როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია.
ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ცოცხალი ძალაა ჩართული და 50-ზე მეტი მაშველი ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას.