06 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
საპროტესტო აქცია მისურის შტატში - აქტივისტებმა შენობები დაარბიეს

მისურის შტატის ქალაქ სენტ ლუისში გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც სასამართლომ ყოფილი სამართალდამცველი ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის საქმეში უდანაშაულოდ სცნო.

აქციის მონაწილეებმა შენობები დაარბიეს, სამართალდამცველებს კი, ქვები და ბოთლები დაუშინეს. 

ძალოვანებმა საპასუხოდ, მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. არეულობის დროს 8 პოლიციელი დაშავდა. 

დღის ამბები