რუსთავი-თბილისის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ცეცხლი ხმელ ბალახს, ძველ საბურავებსა და ფიცრულს ეკიდა. დამწვარია 250 კვ.მ. ტერიტორია.