აფეთქება იყო რამდენიმე წუთის წინ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე ჟანგბადის ავზი აფეთქდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
აფეთქება ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის შენობაში მოხდა, რომელიც გასხვისდა და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სწორედ ამ სამუშაოებზე დასაქმებული პირი გარდაიცვალა.
ცეცხლი ამ დროისთვის ჩამქრალია, თუმცა აფეთქების განმეორების საფრთხის გამო, შემთხვევის ადგილთან მიახლოება ვერ ხერხდება.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები და საპატრულო ეკიპაჟები.