მსხვერპლით დასრულდა ამ წუთებში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში. გურჯაანი- თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს "მერსედესისა" და "ჟიგულის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა, რის შედეგადაც "ჟიგულის" მძღოლი, 48 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავდა 3 მგზავრი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ავარიის მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.