დუშეთის რაიონში მცხოვრებ ბედოიძეების ოჯახს სოციალური დახმარება ერთი ძროხის ყოლის გამო მოეხსნა. ოჯახმა სახელმწოფოს გადაწყვეტილება გააპროტესტა, მოიგო 2 ინსტანციის სასამართლო თუმცა, მანამდე შვიდი თვე უკიდურეს გაჭირვებაში იცხოვრა.
სოციალურად დაუცველიოჯახში ექვსი ბავშვი ცხოვრობს. ექვსი შვილის დედას, ლია გამჯაშვილს ყოველდღიურად ბავშვების გამოკვების შესაძლებლობა არ აქვს. გაჭირვების და უსახსრობის გამო, ბავშვები სკოლაშიც ვერ მივიდნენ, რადგან ფეხსაცმლის და ტანსაცმლის შეძენა ვერ შეძლეს.
სოციალური დახმარების მოხსნის შემდეგ, შვიდი თვის განმავლობაში ოჯახს დუშეთის მუნიციპალიტეტი მხოლოდ ერთხელ, ერთი ტომარა ფქვილით და 5 ლიტრი ზეთით დაეხმარა.
მიუხედავადა იმისა, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბედოიძეებისთვის თვეების განმავლობაში შეწყვეტილი დახმარების ანაზღაურება დაავალა, სააგენტომ გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
ახალგაზრდა იურისტების დახმარებით ოჯახმა მეორე ინსტანციის სასამართლოც მოიგო, თუმცა, თანხა ოჯახს ამ დრომდე არ მიუღია.
ბედოიძეების ოჯახს 4 თვეა, რაც სოციალური დახმარება აღუდგა, თუმცა, ამ დრომდე არ მიუღია კანონის ძალით მოგებული 6 თვიანი დავალიანება.
სოციალურ სააგენტოში განმარტავენ, რომ მათ სასამართლოს განჩინება უკვე ჩაბარდათ და სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებენ.