18 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
აფეთქება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე - წინასწარი ინფორმაციით, დარღვეული იყო უსაფრთხოების ზომები

პოლიტკოვსკაის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შესწავლა შრომის ინსპექციამ უკვე დაიწყო. თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობაში აფეთქებას ხმა დღეს 17:00 საათზე გაისმა.

წინასწარი ინფორმაციით, მუშას ლიფტით ჟანგბადის ავზები ჩამოჰქონდა, რა დროსაც ის აფეთქდა. ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.

წინასწარი ინფორმაციით, დარღვეული იყო უსაფრთხოების ზომები. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს. რამდენიმე საათის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები