18 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
"ეს იყო პროტესტი" - ხატია ბუნიათიშვილი პარიზში კონცერტზე დაკვრაზე უარის თქმის მიზეზს განმარტავს

„ეს იყო პროტესტი, როგორც ქართველის და პროტესტი, როგორც ზოგადად ადამიანის,"- ასე განმარტა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა პარიზში, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე დაკვრაზე უარის თქმა „შაბათის კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში. ბუნიათიშვილის თქმით, კონცერტის დირიჟორი გერგიევი ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტია, რაც მისთვის მიუღებელია.

„14 ივლისი არის ბასტილიის დღე, სადაც უნდა გაჟღერდეს მარსელიაზა, საფრანგეთის ჰიმნი, ანუ ეს არის სიმბოლური თარიღი, სადაც ადამიანის უფლებების ქვეყანაში ერთად ვზეიმობთ, რომ აქამდე მოვედით და წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, სადაც ყველაფერი სიმბოლურია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დირიჟორი ასევე იყოს დაკავშირებული დემოკრატიულ ნაწილთან და ჩემთვის გერგიევი ამასთან არ არის, ამ ნაწილთან დაკავშირებული, იმიტომ, რომ ის არის პუტინის პირდაპირი პროპაგანდისტი.

"იმ ნაწილზე რომ გადავიდეთ, რაც მოხდა ცხინვალში, მაშინ, როდესაც 200 მეტრში დატყვევებულები იყვნენ ქართველი ბიჭები, სულერთია, ისინი ქართველები იქნებოდნენ, თუ სხვა ეროვნების, ადამიანები იყვნენ დატყვევებული, არ ვიცით, რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი. 200-300 მეტრში კონცერტის გამართვა, ზეიმი და იმის თქმა, რომ ქართველებმა გენოციდი მოაწყვეს, იყო სრულიად მიუღებელი. ეს კიდევ უფრო დაპირისპირების მომხრე იყო ქართველებსა და ოსებს შორის, მაშინ, როდესაც, პირიქით, ძმებივით უნდა ვიცხოვროთ. ეს არის რუსული პოლიტიკის პროპაგანდის ნაწილი, რომ რეგიონში ჩვენ ყველა მტრები უნდა ვიყოთ, ერთმანეთზე ცუდი ვთქვათ, იყოს რასიზმი,“- განაცხადა ხატია ბუნიათიშვილმა.

პიანისტის თქმით, პროტესტის ნიშნად კონცერტზე დაკვრაზე უარის თქმამ, კოლეგების მხრიდან გაკვირვება გამოიწვია, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ „ფრანგმა კოლეგებმა მითხრეს, რომ ისინი რომ ყოფილიყვნენ ქართველები, იქ ისინიც არ დაუკრავდნენ“.

დღის ამბები