30 სექტემბერი 2024,   15:30
ვრცლად
თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც გრძელდება. წიწვოვანი ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას 50-მდე მაშველი-მეხანძრე და რეინჯერი ცდილობს.

როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს,  ძლიერი ქარის მიუხედავად  მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის არეალს გაზრდის საშუალება არ მისცეს.

ამ ეტაპზე ხანძარი ნაწილობრივ ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების დაქრობა. სამუშაოებში არ არის ჩართული ავიაცია, რადგან საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტავენ, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს. 

დღის ამბები