06 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპს პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლა არ გადაუფიქრებია

თეთრ სახლში ჭორი უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლა გადაიფიქრა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პირველ პირს პოზიცია არ შეუცვლია და იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორები ვაშინგტონს ახალ ხელსაყრელ პირობებს არ შესთავაზებენ, ამერიკა გავა ამ შეთანხმებიდან.

ინფორმაცია დონალდ ტრამპის პოზიციის შეცვლასთან დაკავშირებით ჯერ Washington Post-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი განცხადება ამ თემაზე მონრეალში კლიმატის სამიტზე ევროკავშირის წარმომადგენელმა გააკეთა. მონრეალის ფორუმში შეერთებული შტატების დელეგაციაც მონაწილეობს, თუმცა, ევროპელი დიპლომატის განცხადებაზე მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები