06 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ინიციატივებს აკრიტიკებს

მოსკოვის გეგმამ უკრაინასთან მიმართებაში არ გაამართლა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინაში აცხადებს, რომ რუსეთი შეცდა, როდესაც დონბასში აფხაზეთის, ოსეთის ან დნესტრისპირეთის მსგავსი გაყინული კონფლიქტის ჩამოყალიბებას გეგმავდა.

იალტის ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბარში უოკერმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გამოცხადებელ ომში დრო რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება მოსკოვისთვის არახელსაყრელია.

ამერიკელმა დიპლომატმა დონბასში სამშვიდობო მისიის გაგზავნის შესახებ ვლადიმერ პუტინის ინიციატივაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერის გეგმა კონფლიქტის მოგვარების პროცესს კიდევ უფრო შეაფერხებს.

კურტ უოკერის განცხადებით, მინსკის შეთანხმებების შესრულების შემთხვევაშიც კი, ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს.

დღის ამბები