ავარიას თურქეთის ანტალიის რეგიონში მსხვერპლი მოჰყვა. ტურისტებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა და 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ავარიის შედეგად 4 ადამიანია დაღუპული, 30-მდე დაშავებული კი, რომელთა შორის ბავშვებიც არიან სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს. გავრცელებული ცნობით, ავარია მანგავატის რაიონში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით უკვე შედგა კომუნიკაცია საქართველოს საგარეო სამინისტროსა და თურქეთის შესაბამის სამსახურებს შორის. საგარეო უწყების განმარტებით, ინციდენტის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.