18 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში

სამდღიან საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა, ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს და თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის 20 წლისთავს მიეძღვნა, 13 ქვეყნის 60 მეცნიერი მონაწილეობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციის მონაწილეებს პრეზიდენტის მრჩეველმა, სოფიო შამანიდმა სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, 2017 წელი საქართველოს პრეზიდენტმა განათლების წლად გამოაცხადა და შესაბამისად, ეს სფერო განსაკუთრებით პრიორიტეტულია წელს.

“მინდა მივულოცო იუბილე მის დამაარსებელს, გამორჩეულ მეცნიერსა და მასწავლებელს რისმაგ გორდეზიანს და ინსტიტუტის თითოეულ თანამშრომელს, რომელთა დაუღალავი და ხშირად სრულიად უანგარო შრომის შედეგია ის, რომ დღეს ქართველ მკითხველს აქვს შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე გაეცნოს ჰომეროსს, ესქილეს, ევრიპიდეს, ძველი ბერძნებისა და რომაელების ტექსტებს, რაც თავისთავად განათლების საფუძველია, “- განაცხადა სოფიო შამანიდმა.

კონფერენციას თსუ რექტორი, გიორგი შარვაშიძე, საბერძნეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, დიმიტრიოს კარაბალისი და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად გაიმართება გამოფენები “ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობები”, “ მედეა ქართულ მხატვრობაში” და “მედეა ქართულ სცენაზე”.

დღის ამბები