18 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
ნესტიანი კედლები და თაგვები - სკოლა, რომელსაც არც ერთი რეფორმა არ შეხებია

მესტიის რაიონის სოფელ წვირმის სკოლის შენობა მძიმე მდგომარეობაშია. კედლები ნესტიანია, მათ შორის ერთ-ერთი კი მთლიანად დამპალია. იატაკი კი ნახევრად დანგრეულია. სკოლაში თაგვებიც არიან, რომლებიც სკოლის ბიბლიოთეკას ანადგურებენ.

გარდა ამისა, სკოლაში არ არის სველი წერტილი, ეზოში კი უკანალიზაციო და უწყლო საპირფარეშოა.

წვრიმის სკოლა ადრე სოფლის ცენტრში იდგა. 1993 წელს ხანძრის გამო ის დროებით შენობაში განათავსეს, თუმცა მას შემდეგ 25 წელი გავიდა. 

პედაგოგების თქმით, ახალი სკოლის აშენების დაპირებას ყოველ წელს და წინასაარჩევნოდ იღებენ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

მოქმედმა ხელისუფლებამ, სანამ ის ხელისუფლების სათავეში მოვიდოდა, სოფელს პირობა მისცა, რომ წვირმში ახალ სკოლას ააშენებდნენ, თუმცა ტერიტორიაზე ფუნდამენტიც არ არის გაჭრილი.

დღის ამბები