18 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
ელისო კილაძე გიორგი ანდრიაძის, შორენა თეთრუაშვილის და იოსებ გოგაშვილის დაკითხვას ითხოვს

გიორგი ანდრიაძის, შორენა თეთრუაშვილისა და მათთან ერთად სუს-ის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის დაკითხვას ითხოვს "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი. ელისო კილაძის განცხადებით, თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით ძებნილ ადამიანებს ისინი რუსეთის დაკვეთით მფარველობდნენ. ჟურნალისტის ინფორმაციით, კრემლის მიზანი საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის გატარება იყო.

"ქრონიკა პლუსის" რედაქტორი საუბრობს ასევე საპატრიარქოს ადვოკატის ჩართულობაზე. ინფორმაცია მუსტაფა ზორლუჯანის შესახებ რამდენიმე დღის წინ, სწორედ ელისო კილაძემ გაავრცელა.

"გლდანის ციხეში სასჯელს იხდიდა ტერორიზმში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ზორლუჯანი და სასამართლო პროცესზე, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მას იცავდა საპატრიარქოს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა. მან სასამართლო პროცესზე მიიტანა საპატრიარქოს, უფრო ზუსტად პატრიარქის მიერ ხელმოწერილი რეკომენდაცია, რომ პატრიარქი ითხოვდა ამ პირისათვის აღკვეთის ღონისძიების. საპატრიარქო თავის იმიჯს და სახელოს ვერასოდეს შეინარჩუნებს, საქართველოს ხელისუფლებამ მაინც, რომ სახე შეინარჩუნოს და დისტანცირდეს ამ პროცესისგან, რასაც ქვია ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დამალვა, აუცილებლად უნდა მოხდეს გამოძიება,“ - აცხადებს ელისო კილაძე. 

დღის ამბები