06 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
უკრაინის ხელისუფლებას ჩემი უკრაინაში შემოშვება იმის გამო არ უნდოდა, რომ მათი ქურდობისთვის ხელი არ შემეშალა - მიხეილ სააკაშვილი 

სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრა ქალაქ ვინნიცაში გამართა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, კიდევ ერთი რევოლუციის მოწყობა არ სურს და მისი მიზანი უკრაინაში პოლიტიკური კრიზის მშვიდობიანი გზებით მოგვარებაა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს და შეგროვებულ მოთხოვნებს კიევში ჩასვლის შემდეგ, უმაღლეს რადას და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გააცნობს.

მიხეილ სააკაშვილმა ვინნიცაში შეხვედრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმების შესახებ კანონის მიღებისა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„უკრაინის ხელისუფლებას ჩემი უკრაინაში შემოშვება იმის გამო არ უნდოდა, რომ მათი ქურდობისთვის ხელი არ შემეშალა, არც კი მესაუბრა კორუფციაზე. ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანაში 100-ზე მეტი რეფორმა ჩაატარეს, სინამდვილეში კი, ეს მხოლოდ რეფორმების იმიტაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ძველი რევოლუციონერი ვარ, ახალი რევოლუციის ორგანიზების არანაირი სურვილი არ გამაჩნია. მაგრამ, ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება მიიღოს კანონი პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და დეპუტატების იმუნიტეტის გაუქმების შესახებ, შექმნას ანტიკორუფციული სასამართლო. უნდა გადაწყდეს რეფორმების საკითხი. ამ მოთხოვნებს ჩვენ კიევში ჩასვლისთანავე გავაცნობთ უმაღლეს რადას და პრეზიდენტს. თუკი ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ მიიღებს, ჩვენ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოვითხოვთ. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და საუკეთესო გამოსავალი არჩევნებია,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები