18 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
50-მდე სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ავჭალაში კოლეჯის შენობა დაიკავა

50-მდე სოციალურად დაუცველმა ოჯახმა გვიან ღამით ავჭალაში მდებარე კოლეჯის შენობა დაიკავა. მათი განცხადებით, ღამის გასათევად სხვა ადგილი არ აქვთ. ავჭალაში იმყოფებოდა კოლეჯ „მერმისის“ ხელმძღვანელი, რომელიც შენობის დაცლას ითხოვს, მისი განმარტებით, იგეგმება აუდიტორიების რეაბილიტაცია.

იგივე მოთხოვნა აქვთ დევნილთა და განსახლების სამინისტროშიც, რომელსაც იჯარით შენობის მეორე ნახევარი აქვს აღებული.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები კი, ასეთ შემთხვევაში ალტერნატიულ ფართს ითხოვენ. მათი თქმით, დროებითი თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით მერიას არა ერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

დღის ამბები