ძლიერი შტორმი იაპონიაში. ტაიფუნი სახელწოდებით "ტალიმი" ქვეყნის სამხრეთ კუნძულებს დაატყდა თავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 17 ადამიანი, მაშველები ოთხ დაკარგულს ეძებენ.
ძლიერი ქარისა და წვიმის გამო გადაიდო 800-ზე მეტი რეისი. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 3 ათასზე მეტი ოჯახი. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას შესაძლო წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს.
დაზარალებულ რეგონებში ადამიანების შესაძლო ევაკუაციისთვის ემზადებიან. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ტაიფუნი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებისკენ მიიწევს.