06 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით ტერორისტის შესაძლო თანამზრახველებს ეძებენ

ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კვლავ ორი ეჭვმიტანილია დაკავებული. სპეცსამსახურის თანამშრომლები კი, ტერორისტის შესაძლო თანამზრახველებს ეძებენ. რეიდები ჩატარდა რამდენიმე მისამართზე.

ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ქალაქის დასავლეთით, აღმოსავლური მაღაზია გაჩხრიკეს. ჩხრეკა ჩატარდა ორ მისამართზე სარის რაიონში. გამოძიება ვარაუდობს, რომ ტერაქტი 21 წლის ერაყელმა მოაწყო. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი ეჭვმიტანილიც. პოლიცია ორივეს დაკითხვას განაგრძობს.

სამართალდამცველებმა დაადგინეს ბომბის სახეობაც, რომელიც პარასკევს პარსონს გრინის მეტროს სადგურთან მატარებლის ვაგონში აფეთქდა.

აფეთქება ვაგონში იმ დროს მოხდა, როდესაც მატარებელი სადგურში შედიოდა. ტერაქტის შედეგად არავინ დაიღუპა, თუმცა დაშავდა 30 ადამიანი.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ბრიტანეთის სპეცსამსახურს მომხდართან მათი კავშირის მტკიცებულებები არ აქვს.

დღის ამბები