30 სექტემბერი 2024,   15:31
ვრცლად
თეატრალურ უნივერსიტეტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 

კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თეატრალურ უნივერსიტეტში განხორციელებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

უნივერსიტეტის შენობას რესტავრაცია რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია. რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობის ინტერიერი და სასწავლო აუდიტორიები სრულად გარემონტდა.

„დასრულდა სრული რეაბილიტაცია თეატრალური უნივერსიტეტის, სადაც დაახლოებით ნახევარი საუკუნეა არ გაკეთებულა არც რემონტი და არც არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები. სრულად აღდგა მთელი შენობა, სასწავლო თეატრი, აღიჭურვა შესაბამისი თანამედროვე ტექნიკით,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დღის ამბები