18 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო წამლობა მიმდინარეობს

გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო წამლობა მიმდინარეობს. ავიაციის გამოყენებით ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში 5 ათასამდე საყანე ფართობებისა და დიდი მასივების დამუშავება იგეგმება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი აცხადებს, რომ პერსონალი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლისთვის მობილიზებულია.

„მიმდინარეობს როგორც ავიაციით შესხურება, ასევე, სახმელეთო ტექნიკით, მანქანა-დანადგარებით, მიმდინარეობს, ასევე, სხვადასხვა ტექნოლოგიებით,“ - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

გურიის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე აცხადებს, რომ ავიაციის პარალელურად, მუშაობს სპეციალური ტექნიკაც. მან ასევე, აღნიშნა, რომ შეკვეთილის ტერიტორიაზე უკვე დამუშავდა საყანე ფართობები.

დღის ამბები