18 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო ოჯახს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი უსამძიმრებენ 

ცნობილი ქართველი საოპერო ვარსკვლავის ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს. გიორგი მარგველაშვილი ზურაბ სოტკილავას ოჯახს უსამძიმრებს. 

"ქართულ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იმ ადამიანის ხსოვნას, რომლის ნაყოფიერმა შემოქმედებითმა და პედაგოგიურმა საქმიანობამ ხელი შეუწყო ჩვენში საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციას, შემოქმედთა ახალი თაობების აღზრდას, მსოფლიოში ქართული სამუსიკო სკოლის წარმოჩენას," - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ზურაბ სოტკილავას ოჯახს უსამძიმრებს პრემიერმინისტრიც.

"ზურაბ სოტკილავა საქართველოს ერთგული შვილი იყო. მან სიცოცხლის ბოლომდე ატარა მშობლიური აფხაზეთის ტკივილი," - წერია სამძიმრის წერილში. 

ზურაბ სოტკილავა მოსკოვში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გამორჩეულ არტისტს, ლირიულ დრამატულ ტენორს, 80 წელი 12 მარტს შეუსრულდა.

არა ერთი პრემიის ლაურეატი, სახალხო არტისტი და მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი, წლების განმავლობაში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი, ასევე მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი და ბოლონიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი.

დღის ამბები