სოფელ თელოვანში მცხოვრები ბავშვების ნაწილი სკოლაში ვერ წავიდნენ ისევე, როგორც 15 სექტემბერს, როდესაც მათ სწავლის პირველი დღე ჰქონდათ. მერიამ მათთვის დაპირებული ტრანსპორტი ვერ გამოყო, პრობლემა ვერც განათლების სამინისტრომ მოაგვარა. თბილისთან ახლოს მდებარე სოფელში 13 მოსწავლე ცხოვრობს, მათგან უმეტესობა პირველკლასელია. სოფელში სკოლა არ არის.
ბავშვებს 8 კილომეტრის გავლა უწევთ იმისთვის, რომ სოფელ დიღომში მდებარე საჯარო სკოლაში მივიდნენ.
„9-ის ნახევრამდე ველოდებოდი და მერე ფეხით მოვედი მე, ბავშვი წამოვიყვანე, 6 წლის ბავშვი,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.
ადგილობრივებმა დაპირება სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის გამოყოფის შესახებ განათლების სამინსიტროს წარმომადგენლისგანაც მიიღო. დეტალები იხილეთ 9-საათიან „კურიერში“.