2 დღეა 13 მოსწავლე სოფელ თელოვანიდან სოფელ დიღომში სკოლაში წასვლას ვერ ახერხებს. 8 კილომეტრით დაშორებულ სკოლაში წასაყვანად მათ განათლების სამინისტროს ავტობუსმა არ მიაკითხა, თუმცა სკოლის მოსწავლეებს და მშობლებს პირობა განათლების სამინისტრომ მიცა.
სკოლამდე 8 კილომეტრი დღეს მოსწავლეების ნაწილმა ფეხით გაიარა.
თელოვანში "კურიერის" გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ, მშობლებთან განათლების სამინისტროსა და 210-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები მოვიდნენ. მათ განაცხადეს, რომ მანქანა რომელსაც დილით ბავშვებისთვის უნდა მიეკითხა გაფუჭდა, ამიტომ მშობლებს ურჩიეს ტრანსპორტი თავად მოეძებნათ, რასაც პროტესტი მოყვა.
”ნაციონალურ მოძრაობაში” ეჭვობენ, რომ თელოვანის სკოლის მოსწავლეების პრობლემის მოგვარება პოლიტიკური მიზეზით ჭიანურდება.