"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის ზალიკო უდუმაშვილის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი 200 ათასი სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებაა.
საფასურის გადაუხდელობის მიზეზით საქართველოს მასშტაბით ათეულობით სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული.
ზუსტი სტატისტიკა, რამდენი სტუდენტი ვერ ახერხებს ფინანსური პრობლემების გამო სწავლის გაგრძელებას, ამ დროისთვის არ არსებობს. ახალგაზრდებს დღეს დასაქმების პრობლემაც აქვთ. მათი უმრავლესობა ნეპოტიზმზე საუბრობს და აცხადებს, რომ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების პრივილეგიებითაც ყველა სტუდენტი ვერ სარგებლობს.
"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსებას აპირებს, რისთვისაც 2 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.