18 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
მუხთარლის მეუღლე იმ პირთა ვიდეო და ფოტო მასალას გაასაჯაროებს, ვინც უთვალთვალებდა

თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე დღეს იმ პირების ფოტო და ვიდეო კადრებს გაასაჯაროებს, ვინც მისი განმარტებით, უთვალთვალებდა.

ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მასალები პროკურატურას 7 აგვისტოს წარუდგინა, თუმცა განხორციელდა თუ არა მოთვალთვალეების იდენტიფიცირებისთვის რაიმე სახის ღონისძიებები, ამ დრომდე უცნობია.

საკუთრი უსაფრთხოების გამო შიშობს თბილისში მყოფი აზერბაიჯანელი პოლიტიკური აქტივისტი და აფგან მუხთარლის მეგობარი დაშგინ აღალარლიც. ისინი პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტთან ერთად, დღეს პრესკონფერენციას გამართავენ.

„პროკურატურას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია რაიმე სახის ინფორმაცია გამოძიების შესახებ. არ ვიცი მოხდა თუ არა იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც გვითვალთვალებდნენ. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენს მიერ მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალა სოციალური მედიის საშუალებით გავავრცელოთ. ამ დრომდე ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებს ველოდებოდით, თუმცა, მათ არაფერი გააკეთეს. ამიტომ, მე ისევ აქტიურ ქმედებებზე გადავალ. კიდევ ერთხელ მივმართავ ევროკავშირს და ვაცნობებ, რომ საქართველოში ამ საქმის გამოძიება არ მოხდა. ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მიიღეს. “ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ეს გამოძიება არ ჩატარდება. ვფიქრობ, ისინი აზერბაიჯანულ მთავრობას გაურიგდნენ. ამ დრომდე ველოდები პასუხებს პროკურატურისგან, შინაგან საქმეთა მინისტროსა და საქართველოს პრემიერმინისტრისგან კითხვაზე, თუ რა მოუვიდა ჩემს მეუღლეს,” - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

დღის ამბები