რამ გამოიწვია ახალციხეში 68 ბავშვის მოწამლვა, ცნობილი 3 დღეში გახდება. გამომწვევ მიზეზებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და სურსათის უვნებლობის სააგენტო სწავლობენ. ოფიციალური იფნაოცმიით, უკვე აღებულია წყლისა და საკვების სინჯები ახალციხის ყველა საბავშვო ბაღიდან.
ამ ეტაპზე სპეციალისტები კარანტინის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავენ. წინასწარი ვერსიით, ინტოქსიკაცია ენტეროვირუსმა გამოიწვია. ამ სტაციონარულ მკურნალობას 11 ბავშვი აგრძელებს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სულ სიმპტომები 68 ბავშვს ჰქონდა, აქედან სამედიცინო დაწესებულებას 35-მა მიმართა.