18 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
პირველი დაგროვებითი ბარათის, "მოითხოვე ქართული" კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ქართული პროდუქციის პირველი დაგროვებითი ბარათის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

"მოითხოვე ქართულის" გამარჯვებულებს გიორგი აბაშიშვილმა ქართული პროდუქციის ერთგული მომხმარებლის სერტიფიკატები და 40-ზე მეტი ქართული კომპანიის სპეციალური პრიზები გადასცა.

დაგროვებითი ბარათი "მოითხოვე ქართული" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ამავე სახელწოდების კამპანიის ნაწილია, რომელზეც ქართული პროდუქციის შეძენისას, მომხმარებელი ვირტუალურ ქულებს აგროვებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიის ფარგლებში უკვე ხდება ქართული პროდუქციის რეკლამირება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ,“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დღის ამბები