18 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
თემქაზე დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

თემქაზე დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. დაჭრილი თემქაზე, მე-5 საავადმყოფოში იმყოფება. ექიმის ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცს გულმკერდის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. 

„შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, მრავლობითი ჭრილობებით, მიყენებული ბასრი საგნით. ამ წუთში არის საოპერაციოში, დანარჩენი დეტალები მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაირკვევა ოპერაციის შემდგომ. გულმკერდის უკანა ზედაპირზე აქვს მრავლობითი ჭრილობები, ბასრი საგნით მიყენებული,“ - განაცხადა ექიმმა გიორგი კობახიძემ.

საავადმყოფოს ეზოში დაჭრილი მამაკაცის ახლობლები იმყოფებიან, თუმცა ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. 

ახალგაზრდა მამაკაცი თემქაზე დაახლოებით ერთი საათის წინ დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. თვითმხილველთა თქმით, სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა მიმალვა სამართალდამცველების მისვლამდე შეძლო. 

"კურიერის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე იმყოფება. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები