"კურიერის" ინფორმაციით, თემქაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ამერიკის მოქალაქეა. 26 წლის ზვიად ლურსმანაშვილის ოპერაცია თემქის ნომერ მეხუთე საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ დასრულდა, სადაც შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ. არც ერთ მათგანს საქმის დეტალებზე არ უსაუბრია.
ახალგაზრდა მამაკაცს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, შემდეგ კი დანა დაარტყეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმები განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.
თემქის ნომერ მე-5 საავადმყოფოს ტერიტორიაზე იმყოფებიან ზვიად ლურსმანაშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები. დაჭრილის მამას მომხდარის შესახებ ვერსიებზე საუბარი უჭირს. მისი თქმით, ზიად ლურსმანაშვილი კონფლიქტური არ იყო.
თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრილი მამაკაცი გოგონასთან ერთად იმყოფებოდა.