18 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
8 ჰექტრამდე დამწვარი ტერიტორია საგარეჯოს რაიონში - ხანძარი სოფელ გორანას ფერდობზე

საგარეჯოს რაიონის სოფელ გორანას მიმდებარე ფერდობზე 8 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის კერების ტყის მასივზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკამ დაღამებამდე იმუშავა. ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში მონაწილეობა 20 მდე მეხანძრე-მაშველმა და მოხალისემ მიიღო.

ცეცხლი დღის მეორე ნახევარში სოფლის მიმდებარე ფერდობზე ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა, რომელიც სალიკვიდაციო სამუშაოებს შეასრულებს.

დღის ამბები