ერთ ღამეში 5 თეთრით გაძვირებული საწვავი. დღეს დილიდან ავტომფლობელებთან ერთად უკმაყოფილებას სხვა მოქალაქეებიც გამოთქვამენ. ფასის ცვლილება ბენზინზე აგვისტოს ბოლოს დაიწყო და დღემდე უკვე 10 თეთრამდე მოიმატა.
ექსპერტები საწვავზე ფასის მატებას ლარის გაუფასურებით ხსნიან. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ნავთობთან ერთად ფასი სხვა პროდუქტებზეც გაიზარდოს.
ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანიებს ბენზინის გაძვირების თავისი ახსნა აქვთ და მას მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასის 20% იან ზრდას უკავშირებენ. ამბობენ, რომ კომპანიებმა ფასი მხოლოდ იმ საწვავზე გაზარდეს რომლის მარაგიც თითქმის ამოწურულია.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე თვლის, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ფასის 10 თეთრამდე მატება კომპანიების მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ექსპერტთა ნაწილი ფასის მატებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ რომ ფასის მატება საქართველოს ბაზარზე ლარის გაუფასურების შემთხვევაში კიდევ გაგრძელდეს.